ზურაბ ჯაფარიძე - საყოველთაო ნიჰილიზმში იმედი აქვთ ადამიანებს, რომ ხელს მოვაწერთ და რაღაც პოზიტიურისკენ შეიცვლება - რთულია ამ ვითარებაში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი იმედის ქონა, მაგრამ იმედად, რომ დოკუმენტი მართლა იმუშავებს, ხელს ვაწერ

ძალიან რთული პროცესი იყო. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმების დოკუმენტს აწერენ ხელს.

ზურაბ ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტი იმუშავებს.

„ძალიან რთული პროცესი იყო. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს, ამ საყოველთაო ნიჰილიზმში და სასოწარკვეთაში იმედი აქვთ ადამიანებს, რომ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ქვეყანაში რაღაც პოზიტიურისკენ შეიცვლება. რთულია ამ ვითარებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი იმედის ქონა, მაგრამ მეც იმის იმედად, რომ ეს დოკუმენტი მართლა იმუშავებს, ხელს ვაწერ. მადლობა ყველას“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა