თაკო ჩარკვიანი - ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო - ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?! ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს

ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო - ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარტიის “კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ბლოკით მონაწილეობდა.

ჩარკვიანი შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერას “პროცესის ღალატად“ აფასებს და ამბობს, რომ “როცა “ქართული ოცნება“ ჩამოშლის პროცესშია, ოპოზიცია მას არ უნდა შეყუდებოდა“.

მისივე თქმით, დოკუმენტი ბუნდოვანია და მასზე ხელმოწერა იგივე წყალში შესვლას ნიშნავს.

“ჩვენ აშშ-ს სენატში გვითხრეს, რომ სასამართლო კლანია და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა. ვეძებ დოკუმენტს, რომელიც გამოსავალს მომაძებნინებს. წარმოდგენილი დოკუმენტით ხუთი წელი მთავარ პროკურორს ვერ ცვლი, ცესკოს თავმჯომარე თამარ ჟვანია არ იცლება. რამდენჯერ მოგისმენიათ ჩემგან და გიორგი ვაშაძისგან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. ამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია და ვერც მოესწრება. მართლა მაინტერესებს, ვის ვატყუებთ - საკუთარ თავს თუ ხალხს?! რომ დამენახა, რომ სისტემური რეფორმები შესაძლებელია, რაღაცაზე დაილაპარაკებ, მაგრამ ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?! ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს - უნდა იცოდე, რისთვის აკეთებ ამას!“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, მიმართავს თუ არა პარლამენტს კიდევ ერთხელ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ რა პროცედურაც საჭირო იქნება, იმას გააკეთებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო