გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო-ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხებთა აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: წითელსოფელი, ჩანადირთკარი, ქუბრიაანი, საშაბური, ბოდორნა, ლაზვიანი, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში.

„ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 13:10-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისში სოფელ გლდანში, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, გორკის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე თიანეთის გზატკეცილზე; 14:40-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქანდა, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო