ლევან ბოძაშვილი - პარტიები, რომლებიც არ უერთდებიან შეთანხმებას, ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას

პარტიები, რომლებიც არ უერთდებიან შეთანხმებას, ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

ამავე დროს, ბოძაშვილის თქმით, ასეთი პარტიები კარგავენ ლეგიტიმაციას, ნდობას ქვეყნის შიგნით და გარეთ და აგრძელებენ დესტრუქციული, რევოლუციური და პოლარიზაციის გზით სიარულს და ამით მხოლოდ თავად დაზარალდებიან.

„თქვენ იცით, რომ საქართველოს კონსტიტუცია იძლევა კონსტიტუციურ დავალებას ევროკავშირსა და ნატო-ში სრული გაწევრიანებისათვის მიღებულ იქნას "ყველა ზომა". შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვიწროპარტიული დღის წესრიგის გამო არ უერთდებიან შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს და ამ ნაბიჯით არ სურთ საარჩევნო და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მართლმსაჯულების რეფორმა და საჭირო კონსტიტუციის ცვლილებეში მონაწილეობა, ეწინააღმდეგებიან კონსოტუციის მოთხოვნას. ამავე დროს, ისინი კარგავენ ლეგიტიმაციას, ნდობას ქვეყნის შიგნით და გარეთ და აგრძლებენ დესტრუქციული, რევოლუციური და პოლარიზაციის გზით სიარულს. ამით მხოლოდ თავად დაზარალდებიან საბოლოოდ. ამ მიდგომით კარგად ჩანს თუ რეალურად რა არის მათთვის პრიორიტეტი და არა სახელმწიფო ინტერესები. ეს სხვა არაფერია თუ არა რუსული ინტერესების ხელშეწყობა და ეს ნათლად დაფიქსირდა ევროკავშირისა და ამერიკის ოფიციალურ პოზიციებში არაერთხელ,“- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა