ევროკავშირის წარმომადგენლობა - ჩვენი ოფისის კარი ღიაა პარლამენტის არჩეული დეპუტატებისთვის და მათ შეუძლიათ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის ოფისში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ოფისის კარი არჩეული დეპუტატებისთვის დილიდან, 09:00 საათიდან გაიღო.

პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

შესაბამისი მოწოდება, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა დარჩენილი პარტიების მიმართ კიდევ გუშინ გააკეთა.

"საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: თქვენ მოწვეულნი ხართ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, ხვალ (სამშაბათს) დილის 9:00 საათიდან,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა გუშინ ღამით.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს