„ჯივიპიმ“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემის შეცვლა-რეაბილიტაციას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს.

„ნაძალადების რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების მოძველებული და ამორტიზებული სისტემის სრული რეაბილიტაციით მნიშვნელოვნად გავაუჯობესებთ აბონენტების მომსახურების ხარისხს, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების მიმართულებით. ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიური, 24- საათიანი სამუშაოების ფარგლებში სრულად განაახლებენ 5 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელს. პროექტში კომპანია 6.4 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს“,-აცხადებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი, ზურაბ ალფაიძე.

კომპანიის ცნობით, მანჯგალაძის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სისტემის სრულად განახლების შემდეგ, თბილისის მერია საგზაო ინფრასტუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, დაიგება ასფალტის საფარი და გზის ორივე მხარეს ტროტუარი მოწესრიგდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა