ირაკლი ქადაგიშვილი - ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობა გათვლილი იყო 60-მდე დეპუტატის შემოსვლაზე - რომ ვიანგარიშოთ, 11 შემოსულ დეპუტატზე 1 პოსტის გათვლა ხდებოდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთვის ყველა ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლაა საჭირო.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა 60 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეა გათვალისწინებული.

„რაც ეხება კომიტეტებთან დაკავშირებულ საკითხს, ალბათ, კომიტეტების შევსების საკითხი ოპოზიციის მხრიდან დამოკიდებული იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შემოსვლაზე. ეს ხუთი კომიტეტი გათვლილი იყო 60- მდე დეპუტატის შემოსვლაზე, რომ ვიანგარიშოთ, თითოეულ 11 შემოსულ დეპუტატზე 1 კომიტეტის გათვლა ხდებოდა,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელსაც პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა აღნიშნულია, რომ პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისთვის პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი

სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

ადამიანის უფლება თადაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი

საგარეო საქმეთა კომიტეტი

ამავე დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.

რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს