უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული, გახარიას გუნდის 6-ვე წევრი დეპუტატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს უერთდება.

მათგან 4 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე შეთანხმების ტექსტს დღეს ხელს მოაწერს. რაც შეეხება დანარჩენ ორს - ალექსანდრე მოწერელია თბილისში არ იმყოფება, მიხეილ დაუშვილს კი კოვიდ- 19 აქვს.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის ოფისში განუცხადეს, ოფისის კარი არჩეული დეპუტატებისთვის დილიდან, 09:00 საათიდან გაიღო.

პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა