შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" ცხადად ჩამოიხსნეს ყველანაირი ნიღაბი - ნიკა მელია საბოტაჟს უკვე შეთანხმებას უცხადებს

შეგახსენებთ, რომ ამნისტიაც არაა მარტივი დოკუმენტი. თუკი ამნისტირებული პირი ამნისტიის წინააღმდეგია, მას შეუძლია ამნისტია არ მიიღოს, იყოს ციხეში, დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან გამოვიდეს ან დარჩეს ციხეში. საჭიროა, ნიკა მელია საბოლოოდ დათანხმდეს ამ ამნისტიას და გამოვიდეს ციხიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტება, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება.

„ამის შემდეგ ინიცირდება ამნისტიიის კანონი, რომელსაც ხელმომწერმა პარტიებმა მხარი უნდა დაუჭირონ. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ ხელმოწერის ღონისძიებას უმასპინძლა. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, ასეთ საკითხებში იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები დიდი ხანია გარკვეულწილად აიგნორებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პრეზიდენტის სასახლეში იყვნენ.

ჩვენ რაც გუშინ ვნახეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" პირდაპირ, ცხადად ჩამოიხსნეს ყველანაირი ნიღაბი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ორი ძალა არის ის, რომელიც ურევს ქვეყანაში სიტუაციას და მომართული იყო, რომ ჩაეშალა შეთანხმება. გუშინ ეს პირდაპირ ღია ეთერში დავინახეთ. ისინი პირდაპირ გახდნენ ოფიციალურად რადიკალური პარტიები. მათ შორის დიახაც, რუსეთის გზაზე დადგნენ. ვნახეთ, რომ გუშინ სალომე სამადაშვილმა მოაწერა ხელი და ვნახეთ ამას „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან რა რეაქცია მოყვა.

„ნაციონალური მოძრაობა"და ნიკა მელია ცდილობს ყველანაირი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ჩაშალოს ეს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი და საბოტაჟი არამხოლოდ პარლამენტს გამოუცხადოს, ნიკა მელია საბოტაჟს უკვე ამ შეთანხმებას უცხადებს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპელი კოლეგებისგან მკაფიოდ, არაერთხელ მოვისმინეთ, რომ თანამშრომლობა და პარლამენტში ერთად მუშაობა, სტაბილურობა არის ევროპული გზა, ხოლო შუღლი და გახლეჩილობა, რადიკალიზმი, ქუჩაში კარვების გაშლა, ეს არის რუსული გზა.

„იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში იყვნენ, თუ ქუჩას არჩევენ, ეს არ არის ევროპული და დემოკრატიული გზა იმ გაგებით, რასაც ჰქვია პარლამენტის გამოყენება საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად. გუშინ ორი რამ ვიხილეთ - დადასტურდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ის ძალები იყვნენ, რომლებიც შეთანხმებას პირდაპირ შლიდნენ. ეს კიდევ ერთხელ ჩემი თვალით შეხვედრაზე ვნახე, როცა ევროკავშირის ელჩმა იკითხა, ეს არის დოკუმენტი და ვინ აწერს ხელს და რატომ არა. ამ ორი პარტიის წარმომადგენლების პირდაპირი უარი მოვისმინეთ თანხმობაზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი იყვნენ შეთანხმების ჩამშლელები, რასაც დიდი ხანია ვამბობ. ასევე დაადასტურეს, რომ მათი ერთადერთი გზაა - რადიკალიზაცია. დარწმუნებული ვარ, ისინი ხელს არ მოაწერენ. ორი გზა აქვთ - ან უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი, რომ მათმა რადიკალურმა დღის წესრიგმა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვა, ყველა გზა ჩაეკეტათ, რომ შეთანხმება ჩაეშალათ. ან უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი, დოკუმენტს ხელი მოაწერონ და შემოვიდნენ, ან მარგინალური პარტიები ხდებიან, რომელთაც არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ ხმის გამცემი არავინ ჰყავთ"- განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს