ლაშა დამენია - „ევროპული საქართველო“ კვლავაც თანმიმდევრული და პრინციპული რჩება თავის მოთხოვნებში - ჩართული ვართ 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში

„ევროპული საქართველო“ კვლავაც თანმიმდევრული და პრინციპული რჩება თავის მოთხოვნებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ რეგიონალურმა მდივანმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „ევროპული საქართველო“ 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის მომზადებაშია ჩართული.

„ევროპული საქართველო“ კვლავაც თანმიმდევრული და პრინციპული რჩება თავის მოთხოვნებში, რაც არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

პრინციპულად არ ვეთანხმებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან ფუნდამენტურად განსხვავდება ეს ორი არჩევნები, თვისობრივი სხვაობაა მათ შორის.

„ევროპული საქართველო“ კვლავაც განაგრძობს მოსახლეობასთან, ამომრჩევლებთან შეხვედრას, ჩვენ მთლიანად ვართ ჩართული იმ საპროტესტო აქციის მომზადებაში, რასაც 15 მაისის აქცია ჰქვია, სადაც ქართველი ხალხი თავის სათქმელს იტყვის. ასევე, გავაგრძელებთ მსოფლიო თანამეგობრობასთან მუშაობას, ვინაიდან მიღწეული იქნას საბოლოო ჯამში, ის აუცილებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან“,-აცხადებს დამენია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა