სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საყდრისის კომიტეტი“ ავრცელებს. 17 აპრილს „საყდრისის კომიტეტის“ წევრები, მონიტორინგის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში სათხის მონასტრში (VIII-XI საუკუნე) ჩავიდნენ და მორიგი სარეაბილიტაციო ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს.

„მიუხედავად პანდემიისა 2020 წელს ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეფერხებით, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა, წელს იგეგმება ძირითადი ტაძრის ბზარების სრულად დამუშავება, კონქის გაწმენდა, გაფხვიერებული კირ-დუღაბის გამოწმენდა, გამორეცხვა და თავიდან შევსება, ასევე მარკირებული, ავთენტური ქვების დაბრუნება ტაძრის კედლებზე, ლავგარდანისა (კარნიზი) და სარტყელის მოწყობა“, - აცხადებენ „საყდრისის კომიტეტის“ წევრები.

მათივე ცნობით, VIII-XI საუკუნის სათხის მონასტერს „საყდრისის კომიტეტი“ 2017 წლიდან იცავს და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტების ინიციატივითა და მონიტორინგით 2018 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა