თინა ბოკუჩავა - განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ხდება ქალი პოლიტიკოსი - მე მჯერა ჩვენი ევროპულობის, საქართველოს გამარჯვების და ამ გამარჯვებამდე ღირსეულად უნდა მივიდეთ

მე მჯერა ჩვენი ევროპულობის, ჩვენი გამარჯვების. საქართველოს გამარჯვების და ამ გამარჯვებამდე აუცილებლად ღირსეულად უნდა მივიდეთ, - ამის შეასხებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

ბოკუჩავა სოლიდარობას უცხადებს სალომე სამადაშვილს და აღნიშნავს, რომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ქალი პოლიტიკოსი ხდება.

„საქართველოს გზა ევროპისკენ გადის, მათ შორის იმაზე რამდენად შეგვიძლია, როგორც საზოგადოებას, განსხვავებული აზრის მიღება და კრიტიკის იმ ფორმით გამოხატვა, რომელიც არ სცდება პოლიტიკური და ადამიანური მორალის ფარგლებს.

ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ხდება ქალი პოლიტიკოსი, რადგან ისედაც ქალების გზა პოლიტიკაში გაცილებით მეტი წინააღმდეგობებით არის აღსავსე.

მე მჯერა ჩვენი ევროპულობის. ჩვენი გამარჯვების. საქართველოს გამარჯვების და ამ გამარჯვებამდე აუცილებლად ღირსეულად უნდა მივიდეთ“, - წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა