ზაალ უდუმაშვილი - შარლ მიშელს შეხვედრაზე ვეტყვით, რომ ვიდრე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ძნელია

როდესაც ჩვენ შევხვდებით ბატონ შარლ მიშელს, ჩვენს პოზიციას გავაცნობთ, რომელიც მან ისედაც კარგად იცის. ვეტყვით, რომ დიახაც, ვიდრე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, მანამდე „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ძნელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია უცვლელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ეხება.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე არანაირი შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას არ განვიხილავთ. მე მგონი, ეს ძალიან გასაგები არგუმენტია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც, იმიტომ, რომ ნიკა მელიას დაკავების დღიდან მათი მოწოდება იყო, რომ პარტიის თავმჯდომარე უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა დღემდე ეს არ მომხდარა. შესაბამისად, დღესაც, როდესაც ჩვენ შევხვდებით ბატონ შარლ მიშელს, ჩვენს პოზიციას გავაცნობთ, რომელიც მან ისედაც კარგად იცის. ვეტყვით, რომ დიახაც, ვიდრე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, მანამდე რაიმე შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებასთან" საუბარი ძნელია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება მის პერსონალურ პოზიციას შეთანხმების დოკუმენტზე ხეომოწერასთან დაკავშირებით, როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, პირადადაც მიაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, მანამდე არანაირ შეთანხმებას არ უნდა მოეწეროს ხელი.

„ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია“, - განმარტა უდუმაშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ პარტიის თავმჯდომარე ციხეს ამნისტიით დატოვებს, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში, უდუმაშვილი პასუხობს, რომ სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება, პარტია ჯერ საერთოდ არც მსჯელობს პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე.

„მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როდესაც ის გათავისუფლდება. რა ფორმით მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, ამას შევხედავთ. ჩვენ დღეს შარლ მიშელს ღიად ვეტყვით, რას ვეთანხმებით და რას არ ვიზიარებთ კატეგორიულად ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ის, რომ გირაოს არ გადაიხდის ნიკა მელია და არც სხვისგან მიიღებს გირაოს, ეს უკვე არის გაცხადებული. ის, რომ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამინისტია შეეხოს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული 20 ივნისის ღამეზე, ბუნებრივია, ესეც ჩვენი პოზიციაა და ამ ყველაფერს მოვახსენებთ შარლ მიშელს“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

მისი თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ ბევრი რამ გახდება ნათელი.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას, უდუმაშვილის თქმით, სამადაშვილის ინდივიდუალური პოზიცია იყო მოეწერა დოკუმენტზე ხელი.

„ეს არ იყო პარტიის პოზიცია. მე რამდენადაც გავიგე იმ პოსტიდან, რომელიც მან გამოაქვეყნა, პარტია დატოვა. შესაბამისად, მგონი, ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. რაც შეეხება შიგნით პარტიაში არსებულ ვითარებას, პარტიაში ყოველთვის არის განსხვავებული აზრები. ყოველთვის ვკამათობთ სხვადასხვა საკითხზე და რა თქმა უნდა, ეს თემაც არის უმნიშვნელოვანესი და იქნება განსხვავებული აზრი, თუმცა საბოლოოდ, პარტია ჩამოყალიბდება თავის პოზიციაზე. ოღონდ ჩამოყალიბდება, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ნიკა მელია იქნება გათავისუფლებული“, - აცხადებს უდუმაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო