გიორგი ხოჯევანიშვილი - ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იდეალური შეთანხმება, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა

ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იდეალური შეთანხმება, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე მხარის პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.

„აქედან უდანაკარგო გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად აქციეს, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. დღეს ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები ისეთი მასშტაბური პრობლემების წინაშე დგანან, როგორიცაა ყოველდღიური შემოსავლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იდეალური შეთანხმება, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს.

მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე"- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო