გიგი უგულავა - სააკაშვილის განცხადება სწორია, ერთობა უნდა შენარჩუნდეს, ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში, ამისთვის მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან

სწორი განცხადებაა, ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში“, - ასე აფასებს პოლიტიკოსი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, ოპოზიციამ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოს.

„სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს. ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში. ამისთვის ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციურ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოთ“, - წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა