ირაკლი შოთაძემ აშშ-ს საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლად დანიშნულ სამართლებრივ ატაშესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლად დანიშნულ სამართლებრივ ატაშეს, ჰეზერ ბერგს და გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ყოფილ ატაშეს, დიეპ შუმეიკერს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები.

ირაკლი შოთაძემ ყოფილ სამართლებრივ ატაშეს, ქართველ და ამერიკელ კოლეგებს შორის, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

შეხვედრაზე გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს