ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს პარლამენტში მივლენ - შარლ მიშელთან პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სწორედ საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის პროგრამაშია აღნიშნული. შესაბამისად, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტს ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდნენ, თუმცა გუშინ მედიატორ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდნენ, დღეს პარლამენტში მივლენ.

რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე, ასევე „გირჩის“ ლიდერები.

რაც შეეხება მიშელის ვიზიტის პროგრამას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისში 15:00 საათზე ჩამოვა. პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, ის შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომლის დასრულების შემდეგაც მხარეები ორმხრივ განცხადებას გააკეთებენ.

დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო