შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სალომე სამადაშვილის მიმართ შეტევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოებას სჭირდება პრინციპული შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პოლიტიკოს სალომე სამადაშვილის მიმართ შეტევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოებას სჭირდება პრინციპული შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დღეს ურთიერთობის სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელ დონეზეა.

„ის ზიზღით, სიძულვილით, მიუღებლობით და აგრესიით სავსე სიტყვები და სოციალური მედიის მცხოვრებელთა „ჰეითერული“ შეტევა, რაც ჩვენ გუშინ, ამჯერად სალომე სამადაშვილის მიმართ ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საზოგადოებას სჭირდება პრინციპული შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა ვგმობდეთ ჩვენს ახლო თუ შორეულ წარსულს, ურთიერთობის სტანდარტი, იმ დროსთან შედარებით, დღეს აბსოლუტურად მიუღებელ დონეზეა. იმ დონეზე, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ადამიანადაც კი არ აღიქვამს.

ამ საკითხზე საზოგადოების, მედიის და პარტიების შეთანხმების გარეშე, ფუჭია ნებისმიერი სხვა შეთანხმება და ილუზიაა ყოველგვარი იმედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა