საქართველოში ცოფის გავრცელების რისკის შეფასება იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაეს ორგანოსთან ერთად, საქართველოში ცოფის გავრცელების რისკის შეფასებას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, ცენტრის რისკის შეფასების სტრუქტურები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის გარეულ და მიუსაფარ ცხოველებში, ასევე, მიუსაფარ შინაურ ცხოველებში ცოფის გავრცელების რისკს შეისწავლიან.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და “ერთი ჯანმრთელობის პოლიტიკის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივ პროექტს EFSA-სთან ერთად შეიმუშავებს. ვიდეო კონფერენციაზე, რისკის შეფასების სტრუქტურები EFSA-ს სამეცნიერო კოოპერაციის ოფიცერთან, სტილიანოს კოულოურისთან და ცხოველის სიჯანსაღის და კეთილდღეობის შემსწავლელი გუნდის ხელმძღვანელთან, აივის ვან დერ სტიდთან პროექტის მიზნებზე, ამ მიმართულებით მონაცემების შეგროვებასა და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ.

პროექტის მიზანი საქართველოში ადამიანის და ცხოველის პოპულაციებში ცოფის ეფექტიანი კონტროლი და ცოფის ინტროდუცირების რისკების მინიმიზაციაა, რომელიც ევროკავშირთან შინაური და სხვა ცხოველების ექსპორტ-იმპორტის შედეგად შესაძლოა არსებობდეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს