იაგო ხვიჩია - შარლ მიშელის ვიზიტი განწირულია, რომ მისი ბენეფისი იყოს - ეს დოკუმენტი უნდა გამოვიყენოთ როგორც ეროვნული შერიგების სიმბოლო

შარლ მიშელის ვიზიტი განწირულია იმისთვის, რომ მისი ბენეფისი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვიზიტი იქნება წარმატებული და ჩვენ მას ტაშს დავუკარავთ. ის ამას იმსახურებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილი დოკუმენტი პარტიებმა „ეროვნული შერიგების სიმბოლოდ“ უნდა გამოიყენონ.

„გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს კოლეგებს, თუ ვერ ხერხდება პარტიულად რაღაც მიზეზების გამო, ინდივიდუალურად მოაწერონ ხელი ამ დოკუმენტს და აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვართ ცივილური ქვეყანა, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცივილურ წესებზე რეაგირებს და დაადასტურონ კიდევ ერთხელ ის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულებები. ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საქართველოსთვის. ერთი იმით, რომ დასავლეთიდან პოზიტიური ყურადღება მივიღეთ. თქვენ ხედავთ თვითონ დასავლელი პარტნიორები როგორ უყურებენ ამ დოკუმენტს და რა მნიშვნელობას ანიჭებენ მას. ჩვენ კი ეს დოკუმენტი უნდა გამოვიყენოთ როგორც ეროვნული შერიგების სიმბოლო, რომლის მერეც იგივენაირი ქცევა, როგორც ჩვენ წარსულში ვიქცეოდით ერთმანეთთან, უფრო გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიაჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც სიები ჩახსნილი აქვთ, ახლა უნდა ფიქრობდნენ იმაზე როგორ შეიძლება აღადგინონ ეს სიები, რადგან კონკრეტული ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა. როგორც ის ამბობს, ამაზე დისკუსია უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლებას, როგორც ხვიჩია ამბობს, დოკუმენტში მისი გათავისუფლების გზები გასაგებად იყო მოცემული.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა იქცეოდეს ჭირვეული ბავშვივით და უნდა წაიკითხოს ის გასაგები პუნქტები, რომელიც იმ ორ ადამიანთან დაკავშირებით წერია, რაზეც კამათი მიდის, რომ თითქოს ვიღაც მათ ინტერესს არ ითვალისწინებს. ასეთი ქცევა ზოგადად არ შეიძლება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას საქართველოში, ჩვენ ამაზე დისკუსიები უნდა დავიწყოთ. მე არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი შემოდგომის არჩევნებამდე ჩამოვა ან ეს შესაძლებელია როგორც მე ამ პოლიტიკურ გარემოს ვუყურებ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი იყოს და ამ სამუშაოში მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს. მან უნდა შეიცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, პოლიტიკური პროცესების და საკუთარი თანაგუნდელების მიმართ და ა.შ. ძალიან ბევრ საკითხზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფიზიკურად სვლა იმ მიმართულებით, რომ სააკაშვილს მიეცეს საშუალება ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო