აკაკი მინაშვილი - სამადაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მელიას პოზიციაც

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელის მოწერასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭო განიხილავს.

როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სალომე სამადაშვილი არ გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას და გუშინდელი ნაბიჯიც პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ გადადგა.

„მის გუშინდელ გადაწყვეტილებას შევაფასებდი ძალიან ნეგატიურად, ეს არის ჩემი და პარტიის პოზიცია. ის ხელს აწერდა როგორც არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგადაც კი მოხვდა პარლამენტში. გუშინდელი დღის შემდეგ ის არ გამოხატავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ჩვენს პარტიაში მსგავსი დამოკიდებულება არავის არ აქვს. პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას მის გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით. ბუნებრივია, აქ მნიშვნელოვანია ნიკა მელიას პოზიციაც. გუშინდელი დღის შემდეგ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ სალომე სამადაშვილი არ გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, მისი ქმედებები არ არის ჩვენთან შეთანხმებული და მოქმედებებს დამოუკიდებლად. მან გუშინდელი ნაბიჯი გადადგა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო