„მოძრაობა აფხაზეთისთვის" წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართეს

„მოძრაობა აფხაზეთისთვის" წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართეს. ისინი კონფლიქტების მოგვარებაში დევნილების აქტიურ ჩართულობას მოითხოვდნენ.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს დევნილის ხმა. გვინდა მეტი ჩართულობა აფხაზეთის კონფლიქტის და სამაჩაბლოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, რათა არ იყვნენ დევნილები გარიყულები ამ პროცესისგან. ვთვლით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით სახალხო დიპლომატია იქნება უფრო მეტად ეფექტური და მეტად მორგებული სამშვიდობო პროცესს", - განაცხადა „მოძრაობა აფხაზეთისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ნოდიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს