ვახტანგ მეგრელიშვილი - შარლ მიშელის ჩამოსვლა ცერემონიაა, რაც ჩვენს საერთო გამარჯვებას აღნიშნავს

ვფიქრობ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლა ცერემონიაა, რაც ჩვენს საერთო გამარჯვებას აღნიშნავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მიშელის ვიზიტი ქვეყნის სხვა ეტაპზე გადასვლაა.

„ჩემი აზრით, შარლ მიშელის ვიზიტი არის ცერემონიული ვიზიტი, სადაც ჩვენ უნდა შევძლოთ და ამ პროცესის დასრულებისთვის მადლობა ადეკვატურად გამოვხატოთ. ამ პროცესის დასრულებისთვის ჩვენმა მეგობრებმა ამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს. ვფიქრობ, რომ მიშელის ჩამოსვლა ცერემონიაა, რაც ჩვენს საერთო გამარჯვებას აღნიშნავს, რომ მოვრჩით, დავასრულეთ კრიზისი, სხვა ეტაპზე გადასვლად ვუყურებ მის ვიზიტს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს