ლანა გალდავა - ეს ის კომპრომისია, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ბრძოლა არ დასრულებულა, მხოლოდ ამ ბრძოლამ გადაინაცვლა საქართველოს პარლამენტში, სადაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, „ლელო“ დაიწყებს შეთანხმებაში არსებულ პუნქტებზე მუშაობას, სრულ საკანონმდებლო საქმიანობას და რაც მთავარია, პოლიტიკური პროცესების გადატვირთვას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ აუცილებლად მიაღწევს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო ადმინისტრაციით და მართლმსაჯულებით.

„მადლობა საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისა და გამძლეობისთვის, იმ დადებითი ენერგიისთვის და აქტივობებისთვის, რასაც შედეგად სწორედ მათი და დემოკრატიული პოლიტიკის გამარჯვება მოჰყვა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო 20 ივნისის ტრაგიკული დღის მონაწილეები და მადლობა გადავუხადო მათ, რადგან ამ დღემ კიდევ ერთხელ გამოაღვიძა საქართველოს მოსახლეობა და მათაც კიდევ ერთხელ უთხრეს უარი ოკუპაციას, გამოხატეს ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებების მიმართ თავგანწირვა.

არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ მონაწილე ფასილიტატორების და მედიატორების დაუღალავი ჩართულობა, რამაც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასალახად, ისტორიულ შეთანხმებამდე მიგვიყვანა.

ზემოაღნიშნული შეთანხმებით აღიარებულ იქნა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, კრიზისია მართლმსაჯულებაში და საარჩევნო სისტემაში, რომლის დაძლევა ჩვენი მომავალი საქმიანობის ამოცანაა. ბრძოლა არ დასრულებულა, მხოლოდ ამ ბრძოლამ გადაინაცვლა საქართველოს პარლამენტში, სადაც, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, ,,ლელო” დაიწყებს შეთანხმებაში არსებულ პუნქტებზე მუშაობას, სრულ საკანონმდებლო საქმიანობას და რაც მთავარია, პოლიტიკური პროცესების გადატვირთვას. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო ადმინისტრაციით და მართლმსაჯულებით.

19 აპრილის შეთანხმება გახლავთ ნაბიჯი დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებისთვის. ეს ის კომპრომისია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ გზაზე. ზემოაღნიშნული შეთანხმება საუკეთესო დასაწყისია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, მითუმეტეს აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. საქართველოს წინაშე დღეს მრავალი ეგზისტენციალური საფრთხეა და სწორედ ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე მიიღებს სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგად განპირობებულ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა გალდავამ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს