გიორგი ბარამიძე - სააკაშვილმა მოგვიწოდა განვიხილოთ მისი წინადადება, პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მივიღებთ

მიხეილ სააკაშვილმა მოგვიწოდა განვიხილოთ მისი წინადადება. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, ამ საკითხს განიხილავს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ - პარლამენტში შესვლის ნაწილზე ვსაუბრობ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

გიორგი ბარამიძის თქმით, მისთვის სააკაშვილის და მელიას აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"ყველამ კარგად იცის ჩემი და მიშას მეგობრობა, ყველამ კარგად იცის ჩემი ერთგულება საქართველოსთვის ამ უდიდესი ადამიანის მიმართ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ გვქონია სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული შეხედულება, ძირითადად, ისე რომ ეს გარეთ არ გამოდიოდა, ხანდახან გარეთაც გამოდიოდა.

ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სააკაშვილის აზრს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანის აზრს ვინც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასე დემოკრატიულად ძალიან დიდი უმრავლესობით აირჩია პარტიის თავმჯდომარედ და მართლა უღრმესი პატივისცემა მაქვს ნიკა მელიას მიმართ. ორივეს აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გუნდის უმრავლესობა ჩვენი ლიდერების ხელმძღვანელობით, ცხადია, ყველა ის გზა უნდა ავირჩიოთ. პირადად მე მაქვს ძალიან სერიოზული რეზერვაციები პარლამენტში იმ პირობებით შესვლასთან დაკავშირებით, რა პირობებიც არის ამ დოკუმენტში მოცემული, როდესაც გაურკვეველია რა შუაშია 43%-ის დაკავშირება ადგილობრივი არჩევნებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან მიმართებით. ასევე, იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო კომისიებში აბსოლუტური უმრავლესობა "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ კანონი და დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი, ასეთი ადამიანების და უსამართლობის პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, არ ვიცი. ერთადერთი რაც მამხნევებს არის ის, რომ ზუსტად ვიცი, ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა დანამდვილებით და დასაბუთებით თქვა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, მისი სიცოცხლის თუ თავისუფლების ფასად, ჩამოვა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების წინ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამის შემცვლელია და ამ პირობით შეიძლება ნებისმიერ რისკზე წახვიდე. უბრალოდ, იმ პარლამენტში შესვლა, რომელიც მართლა არალეგიტიმურია, ძალიან პრობლემატურად მიმაჩნია. მიხეილ სააკაშვილმა მოგვიწოდა განვიხილოთ მისი წინადადება. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, ამ საკითხს განიხილავს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ. პარლამენტში შესვლის ნაწილზე ვსაუბრობ", -აცხადებს ბარამიძე.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს იმას, რომ ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო