ვახტანგ მეგრელიშვილი - სინამდვილეში მინდა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს - ჩამოვიდეს ისე, რომ ეს არ იყოს პროვოკაციული

მიხეილ საკაშვილი თუ ამბობს, რომ ჩამოდის, საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩამოდის. სინამდვილეში მინდა, რომ ჩამოვიდეს. ჩამოვიდეს ისე, რომ ეს არ იყოს პროვოკაციული ჩამოსვლა, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება პროვოკაციული და მას დაიჭერენ.

„ჩვენი საზოგადოება მომზადებული უნდა იყოს მესამე პრეზიდენტის დაბრუნებისთვის და ამან არ იქონიოს გავლენა პოლიტიკურ გარემოზე. ახლა, მგონი ძალიან პროვოკაციული იქნება მისი ჩამოსვლა და სავარაუდოდ, ციხეში დაიჭერენ. ამიტომ, არ უნდა ჩამოვიდეს. როცა ჩვენი საზოგადოება დალაგდება და სისხლის სამართლის საქმეები არ ეკიდება სხვადასხვა ადამიანის კისერზე, მაშინ შეეძლება ჩამოვიდეს. მე მგონია, რომ ჩვენთვის შერიგების სტანდარტი უნდა გადიოდეს იმაზე, შეგვიძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს ამ ქვეყანაში. მესმის, რომ დღეს არ ვართ მზად, დღეს პირიქით ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ეს შეიძლება პროვოკაციულ ნაბიჯად იქნას აღქმული.

როგორც საზოგადოება თუ ვრიგდებით, მართლა წარმოუდგენელია, რომ რაღაც დროის განმავლობაში მაინც არ დავივიწყოთ რაღაცები და ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არ მივცეთ. თუ ასეთია ჩვენი მესამე პრეზიდენტი, ჩემი აზრით, უნდა ვგრძნობდეთ, რომ იმდენად სტაბილური საზოგადოება ვართ, რომ პროვოკაცია ამ საზოგადოებას რისკს აღარ უქმნის და შეუძლებელია ამ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესრიგი შეარყიოს. დღეს პრობლემა იმიტომ გვაქვს, რომ ადამიანების გვეშინია, ანუ ადამიანები არსებობენ ისეთები, რომლის გამოც შეგვიძლია ომი ვაწარმოოთ ერთმანეთთან, წლების განმავლობაში. ვფიქრობ, ის შეთანხმება, რომელიც იდება, შერიგების პროცესის დასაწყისია. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ასეა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში ჩამოსვლას შემოდგომამდე გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა