არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია

გუშინ ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელი მოვაწერეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს და მომავალ კვირას, პარლამენტი იქნება წარმოდგენილი ისე, როგორც ის ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიეს. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის მიმართვას რეალურ გამოწვევებზე და დაპირისპირების ნაცვლად, აქტიური პოლიტიკური დებატის და დისკუსიის უზრუნველყოფას. საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევრონესტის რიგით მეცხრე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, რათა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლა ექიმებისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და ყურადღება მათ შრომასა და ძალისხმევაზე გაამახვილა, რასაც მედიკოსები კოვიდ 19-თან ყოველდღიურ ბრძოლაში წევენ.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ოკუპაციაზე. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ვლინდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევრონესტის ასამბლეაზე უკრაინის საკითხსაც გაუსვა ხაზი.

„რუსული აგრესია ეხება არა მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება უკრაინასაც. ახლა ვიმყოფებით იმ ვითარებაში, როდესაც რუსული სამხედრო ძალების მობილიზება საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და მშვიდობიან განვითარებას. გუშინ ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას და ჩვენ მიმდინარე სიტუაციის ეს რთული ასპექტები განვიხილეთ. საქართველომ, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ყველა შესაძლო პლატფორმა უნდა გამოიყენოს აგრესიის შესაჩერებლად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო რჩება, როგორც დემოკრატიული რეფორმების წარმატებული მაგალითი და მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომელსაც აქვს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური გეგმა. ბოლო წლებში განხორციელებულმა ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა რეფორმებმა ქვეყანას უფრო წარმომადგენლობითი, პლურალისტური პოლიტიკური სისტემის აშენების საშუალება მისცა. ამ კონტექსტში, არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგზეც გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო პარტნიორებს ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„იმედი მაქვს, რომ ევრონესტი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნების დაახლოებაში მომავალშიც, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი პროგრესი და ვიმსჯელოთ გამოწვევებზე. ძალა ერთობაშია და ევრონესტი, ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა