ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ჯერ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები შემოვა, შემდეგ არის „ფაიზერის“ მოლოდინი, ხოლო „მოდერნასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ვაქცინების შემდეგ პარტიას მაისიდან მიიღებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ჯერ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზა შემოვა, შემდეგ არის „ფაიზერის“ მოლოდინი. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთანაც“, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.

„პორტალმა გვიჩვენა, რომ „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ განსაკუთრებული სანდოობა და მოთხოვნაა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ასევე ჩვენ ვაკვირდებით, რომ მესამე ადგილზეა „ასტრაზენეკა“, რაც მიუთითებს სახელმწიფოს სწორ გადაწყვეტილებას „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ თვის ბოლოს შემოვა „ასტრაზენეკას“ შემდეგი მოცულობა საქართველოში - 50 ათასამდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში, ეს გადაწყვეტილება მიიღო „კოვაქსპლატფორმამ“ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიცით თითოეულ ვაქცინას აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ დოზების და თარიღების დადგენაზე, რომლითაც „ფაიზერი“ საქართველოს მოაწვდის დათქმულ და შეთანხმებულ დოზებს. რაც შეეხება „მოდერნას“, მასთან მიმართებაში მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპისთვის საზოგადოებას ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, - განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა: „ჯერ ასტრაზენეკა“ შემოვა, შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ შემოვა „ფაიზერი“.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ „სინოფარმთან“ დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინის მიერ აკრედიტაციის მიღების შემდეგ შეიცვლება.

„სინოფარმთან“ მიმართებაში არ არის მოულოდნელი შედეგი, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი საჯარო კვლევა, რომელიც პორტალზე დაიდო, თუმცა, მსგავს კვლევებს არაერთს ვატარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცესი გამჭვირვალე იყოს, სწორედ აქედან გამომდინარეა შექმნილი ეს პორტალი, რომ საზოგადოებამაც ნახოს, რა არის ის მოთხოვნა, რაც საზოგადოებაში არსებობს.

„სინოფარმთან“ მიმართებაში ვიცით, რომ ის არის მოლოდინის ფურცელზე, სანამ მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. თუმცა, რადგან „სინოფარმი“ წარმოადგენს ტრადიციულ მეთოდზე შექმნილ ვაქცინაც, მის მიმართ მოთხოვნა და სანდოობა არის საკმაოდ მაღალი. ის, რომ დღესდღეობით არის ბოლო პოზიციებზე, გამომდინარეობს იქედან, რომ მას არ აქვს ამ ეტაპისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაცია. დარწმუნებულები ვართ, მისი პოზიციები აკრედიტაციის მიღების შემდეგ დაწინაურდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შეიქმნა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, ცნობილი იყოს ინფორმაცია COVID-19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

რეგისტრაციის დროს, მოქალაქეებს ეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას.

წინასწარი რეგისტრაციის ფორმაა - https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო