თამარ გაბუნია - ფართო მასშტაბის „ლოკდაუნზე“ საუბარი არ არის

ფართო მასშტაბის „ლოკდაუნზე“ საუბარი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, ჯერჯერობით დამატებითი შეზღუდვების შემოღებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

„დღეს მთავარი რჩება ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გვაქვს. საბჭო მსჯელობს ბიზნეს გარემოში შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია და ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ღონისძიებების რეგულირებაზე. სხვა დამატებით შეზღუდვების ბრძანებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

მობილობის შეზღუდვა ჩვენთვის მთავარი ბერკეტია. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ იქნება აგრესიული მატების შემთხვევები, შესაძლებელია ისევ დადგეს საკითხი გარკვეული ადგილობრივი ლოკალური შეზღუდვების. ვიცით, რომ აქამდეც იყო იმ კერებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია შემთხვევების გავრცელება. ფართომასშტაბის „ლოკდაუნზე“ საუბარი არ არის“,- აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილება მიღებული სატრანსპორტო შეზღუდვებთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა