საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება “გუდვილთან” ერთად საქველმოქმედო კამპანიას აგრძელებს

დღეიდან 23 აპრილის ჩათვლით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰიპერმარკეტ „გუდვილთან" ერთად ქავთარაძის ფილიალში საქველმოქმედო კამპანიას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ საყოველთაო ქველმოქმედებაში სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების მხარდასაჭერად.

,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ არაერთხელ განახორციელა აღნიშნული კამპანია ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ ერთად. მოქალაქეების აქტიური ჩართულობისა და საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, შეგროვდა ამანათების ძალიან დიდი რაოდენობა და ჩვენ ერთობლივად შევძელით უამრავი ადამიანის დახმარება ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის მოსახლეობას კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და მოხალისეებს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც ყოველდღიურად გასწევენ ჩვენი ჰუმანიტარული მისიის წარმატებით განსახორციელებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა