შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხვდება. პირისპირ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

ის დღესვე პირისპირ შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსაც.

ამასთანავე შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში მივა და სწორედ საქართველოს პარლამენტში გამართავს შეხვედრას პარტიებთან.

შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ხვალ დილით დასრულდება.

იხილეთ ვიდეო:

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს