დავით ზალკალიანი - დღევანდელი დღე არის ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას და ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დღევანდელი დღე არის ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მკაფიო, თამამი ნაბიჯებით გააგრძელებს წინსვლას იმისთვის, რომ ამბიციური გეგმა, რაც დაკავშირებულია 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, იყოს რეალიზებული.

„მივესალმებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კიდევ ერთ ვიზიტს საქართველოში და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ პირადად მის მიმართ და მისი გუნდის მიმართ, რომელიც ჩართული იყო ქვეყანაში კრიზისის მოგვარების პროცესში. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რაოდენ მაღალი ადგილი უჭირავს საქართველოს ევოკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში და თავად ის ფაქტი, რომ დღეს ის კვლავ საქართველოს სტუმრობს, მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი უაღრესად არის დაინტერესებული საქართველოში სტაბილიზაციით, ქვეყნის განვითარებით და საქართველოს ევროპული კურსის შეუქცევადობით. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დღევანდელი დღე არის ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვება, რაც დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას და ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მკაფიო, თამამი ნაბიჯებით გავაგრძელებთ წინსვლას იმისთვის, რომ ჩვენი ამბიციური გეგმა, რაც არის დაკავშირებული 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ევროკავშირში, იყოს რეალიზებული,“- განაცხადა ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს