ბიძინა კულუმბეგოვი - რეალისტები თუ ვიქნებით, უახლოეს დღეებში, საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინები საქართველოს ვერ ექნება

რეალისტები თუ ვიქნებით, ჯერჯერობით, უახლოეს დღეებში, სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის და საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინები საქართველოს ვერ ექნება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალური ვებ-გვერდი იძლევა საშუალებას, ვიცოდეთ როგორია მოსახლეობის მზაობა ვაქცინების მიმართ.

„რეალისტები თუ ვიქნებით, ჯერჯერობით უახლოეს დღეებში, სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის და საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინები საქართველოს ვერ ექნება, ეს უნდა ვიცოდეთ.

ამიტომაც არის მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტიზაცია. ვისაც სიკვდილობის ან ინტუბაციის მაღალი რისკი აქვთ, ისინი უნდა ავცრათ და დავუთმოთ ეს მცირე რაოდენობით ვაქცინები.

მესმის, რომ ეს ქვეყნისთვის გარკვეულწილად საყოველთაო გამოკითხვაა, რომელსაც რეალურად გამოკითხვის შინაარსი აქვს, რომ ვიცოდეთ მზაობა, მოსახლეობა რა დამოკიდებულებას გამოხატავს ვაქცინის მიმართ.

მე მესმის, რომ ყველას ძალიან გვინდა ვაქცინები იყოს ხელმისაწვდომი და რაც შეიძლება მაღალი ხარისხის. ყველაზე ბედნიერი მე ვიქნებოდი ასე რომ იყოს “, -აცხადებს კულუმბეგოვი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს