ედპ - მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ბაჩუკი ქარდავამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები საპატიმროს დატოვებენ

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტიის ცნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევენ, ედპ-ს თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და „შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები“ და ნიკა მელიას საშუალება მიეცემა, აღნიშნულ დოკუმენტზე მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელით ხელმოწერა პირადად დააფიქსიროს.

,,დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის მედიაციის შედეგად შემუშავდა და რომელსაც ხელი მოაწერა ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გამოწვეულია გაყალბებული არჩევნების შედეგად. გარდა ამისა, დოკუმენტში ხაზგასმითაა საუბარი პოლიტიკურ დევნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, რის გარანტორადაც დგებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, ადგილობრივი არჩევნების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნას პოლიტიკური კრიზისი წყარო - გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხის ამაღლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები, ხოლო ნიკა მელიას მიეცემა საშუალება, პირადად დააფიქსიროს მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს