შარლ მიშელი - ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება

მოხარული ვარ, რომ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება საფუძველი პარლამენტის მდგრადი ფუნქციონირებისა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, რასაკვირველია, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინკლუზიური ჩართულობა იქნება.

„აგრეთვე მსურს ავღნიშნო, რომ ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებული გახლავთ საერთო ინტერესზე, რომელიც აისახება პრაქტიკული ნაბიჯებით. ევროკავშირი გახლავთ უმსხვილესი დონორი. 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტი არსებობს, რომლის ბიუჯეტი 500 მილიარდ ევროზე მეტი გახლავთ. ეს ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებაზე, ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ზემოაღნიშნული სფეროები, რომელშიც ევროკავშირი ინვესტირებას ახდენს. 1,8 მილიარდ ევროზეა საუბარი, რომელიც მიძღვნილი გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მწვანე ენერგიისთვის. ჩვენი მზაობა და მხარდაჭერაც მომავალშიც გაგრძელდება. მას შემდეგ რაც ვიხილავთ, ზემოაღნიშნული რეფორმების გაძლიერებას, გაღრმავებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი გახლავთ განსაკუთრებით რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე“,- განცხადა შარლ მიშელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო