შარლ მიშელი - საქართველოსთვის, როგორც ნებისმიერი  დემოკრატიული ქვეყნისთვის, აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება -  ნდობა  არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რომ გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავ ურყევი რჩება. ამის შესახებ შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი ჩართულია 5 მთავარ პრინციპში, რომ მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობას, რაც მისივე შეფასებით, თავად ევროკავშირისთვის მთავარი საყრდენია.

„ჩვენ კარგად ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის საზღვარზე და კარგად ვხედავთ, რა მდგომარეობაა ყირიმში, რომ ის ანექსირებულია. ევროკავშირმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები კრიზისის განმუტვის მიზნით. კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის ვალდებულება თუ მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის კვლავ რჩება ურყევი. ევროკავშირი რასაკვირველია, ჩართულია 5 მთავარ პრინციპში, რომ მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობას, რაც ჩვენთვის მთავარი საყრდენი გახლავთ. გარდა ამისა, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ მთავარ მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაძლიერებას საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. მე მივესალმები იმ იდეას, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ლიდერების ერთად შეკრებას უკავშირდება.

საქართველოსთვის, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, აუცილებელი გახლავთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და რასაკვირველია, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით. რასაკვირველია, ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რომ გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო