კობა ნაყოფია - ნიკა მელიას პოზიცია ძალიან მარტივია, საპყრობილე ყოველგვარი გირაოს და სხვა პირობების გარეშე უნდა დატოვოს

ნიკა მელიას პოზიცია არის ძალიან მარტივი, ნიკამ საპყრობილე ყოველგვარი გირაოს და სხვა პირობების გარეშე უნდა დატოვოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა კობა ნაყოფიამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა.

ის პარტიის კიდევ ერთ წევრთან, აკაკი მინაშვილთან ერთად ნიკა მელიას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. კითხვაზე, მოაწერს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას ხელს, ნაყოფია პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირები მელია საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ თანაპარტიელებს დაელაპარაკება.

ხელმოწერასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს, როცა ის თავისუფალი იქნება, პარტიაში მოვა, თანაპარტიელებს დაელაპარაკება და შემდეგ მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებებს, ამაზე საუბარი ადრეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანი ციხეშია“, - განაცხადა ნაყოფიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა