თეონა აქუბარდია - ახლა მთავარი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, რასაც ხელი მოაწერა, ყველაფერი განახორციელოს - ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არ იქნება

ახლა მთავარი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, რასაც ხელი მოაწერა, ყველაფერი განახორციელოს, ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არ იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში არსებული პუნქტების საკანონმდებლო დონეზე განხორციელება მოხდეს.

„შარლ მიშელს შეთანხმება რომ შედგა, დიდი დამსახურება აქვს. ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების განხორციელება დაიწყოს. ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დოკუმენტში არსებული ყველა პუნქტის საკანონმდებლო დონეზე განხორციელება მოხდეს.

შეთანხმებით, რომელიც გუშინ შედგა, მიუხედავად განსხვავებული შეფასებებისა, მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი არც ერთი მხარე არაა, საბოლოო ჯამში, არა რომელიმე პარტიამ, არამედ საქართველომ გაიმარჯვა. შესაბამისად, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რასაც ოპოზიციასთან ერთად ხელი მოაწერა, ვაიძულოთ, ყველაფერი განახორციელოს“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა.

აქუბარდია ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოში ჩამოსვლის ანონსი საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს.

მიხეილ სააკაშვილის ასეთი ტიპის განცხადებები გვაქვს ჩვენ უკვე ნანახი. დღეს ჩვენ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც ვნახეთ, თუმცა გუშინ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებები იყო... რა თქმა უნდა, ეს იდეალური დოკუმენტი არ არის, მაგრამ ეს იმ ტიპის შეთანხმებაა, რომელიც ხალხს სჭირდება და რომელსაც ჩვენი პარტნიორები ითხოვდნენ, - განაცხადა აქუბარდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო