ირაკლი ღარიბაშვილი - დოკუმენტზე ხელმოწერით საჭირო საფუძველი შევქმენით, რომ ნიკა მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში - ახლა ჯერი ოპოზიციასა და მის ქმედებებზეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერით შეიქმნა ყველა საჭირო საფუძველი იმისათვის, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების კითხვაზე პასუხი გაცემულია და შესაბამისად, ჯერი ოპოზიციასა და მის ქმედებებზეა. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით და მანამდეც, შევქმენით ყველა საჭირო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი ნიკა მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში, აქედან გამომდინარე, კითხვაზე პასუხი გაცემულია და შესაბამისად, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე და მათ ქმედებაზე.

მინდა პრეზიდენტ მიშელს კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო. ასევე დიდი მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს მისი პირადი ჩართულობისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში, ის ძალიან წარმატებით მონაწილეობდა ფასილიტაციის პროცესში. ასევე მადლობა აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მისი ჩართულობისთვის და ყველას დიდი მადლობა ამ დღისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა