შარლ მიშელი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში ხვდება

პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ის დეპუტატები ესწრებიან, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ, აუდიენციაში მონაწილეობენ: "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "ლელოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი, "რესპულიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე, "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი დავით ზილფიმიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც დოკუმენტს ხელმოწერით ინდივიდუალურად შეუერთდნენ: დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და გიგი ხოჯევანიშვილი. შეხვედრას მმართველი გუნდიდან ესწრება არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი.

შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო