ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას.

„შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ისლამის ფენომენზე და მის განსხვავებულ ხასიათზე, რომელიც შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების დადებით გამოცდილებად აღიქმება და ქართული ტოლერანტობის მაგალითს წარმოადგენს მეიდანში თავმოყრილი სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიური სალოცავები. ასევე, საქართველოში რელიგიის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ რელიგიური ორგანიზაციები თავად ირჩევენ რეგისტრაციის სასურველ ფორმას და სტატუსს. ეთნიკური და რელიგიური კუთხით კი ყველაზე დიდი ორგანიზაცია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოა.

აზერბაიჯანის ელჩმა საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის საქართველო მშობლიური ქვეყანაა, ის წლების განმავლობაში გახლდათ დიასპორის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი ელჩის სტატუსით დაბრუნდა საქართველოში. ახლა, მას როგორც ელჩს დიდი როლი აკისრია და ყველაფერს გააკეთებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტიმულირებისათვის. ქართული მხარის განწყობა აზერბაიჯანის მიმართ კი კარგად გამოჩნდა ყარაბაღის ომის დროს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ფაიგ გულიევმა ინიციატივა გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდომის გაფორმების თაობაზე. მან მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას და ოფიციალური ვიზიტით რელიგიის სააგენტო ბაქოში მიიწვია“,-აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა