„DL101GE“ კურსის გავლის შემდეგ თსუ-ს სტუდენტები შესაბამისი კრედიტების მიღებას შეძლებენ

ინტელექტუალური საკითხების დარგში სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართული სასწავლო აქტივობების დანერგვის მიზნით, საქპატენტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს.

საქპატენტის ინფორმაციით, მემორანდუმს საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ და თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს ხელი.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) გავლის შედეგად სტუდენტებისთვის შესაბამისი კრედიტების მინიჭებას, რაც ხელს შეუწყობს დარგში ცნობიერების ამაღლებას, კურსის ცნობადობას და სამომავლოდ დარგის პროფესიონალთა რიცხვის გაზრდას.

„მოცემული მომენტისთვის ქართულ ბაზარზე არ არსებობს DL101GE დისტანციური სწავლების ანალოგიური კურსი, რომელიც განკუთვნილია დარგით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის - არის მარტივი, მოსახერხებელი, უფასო და გაეროს სპეციალიზებული უწყების მიერ სერტიფიცირებული. კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები). კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის ელექტრონული სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებათ WIPO-ს აკადემიაში შეისწავლონ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებების შესახებ სხვა კურსები.

ინტელექტუალური საკუთრების დარგის განვითარებისთვის პრიორიტეტულია ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი სტუდენტების დაინტერსება, განსაკუთრებით მომავალ სამართალმცოდნეებს შორის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დარგის პოპულარიზაცია. სტუდენტების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის DL101GE-ს გარდა, მემორანდუმის ფარგლებში, საქპატენტი და თსუ ერთობლივად გეგმავენ სხვა სასერტიფიკატო კურსებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ასევე, დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციებისა თუ სამუშაო შეხვედრების მოწყობას“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო