სალომე სამადაშვილი - პარლამენტში ვიმყოფები იმისთვის, რომ შარლ მიშელის თანამონაწილეობით მივიღოთ გარანტიები, დღის წესრიგი, რა თანმიმდევრობით შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული

მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ უკვე უშუალოდ შარლ მიშელის თანამონაწილეობით მივიღოთ გარანტიები და დღის წესრიგი, როგორ, რა თანმიმდევრობით შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული , - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ პოლიტპატიმრები მალე გათავისუფლდებიან და ოპოზიციაც პარლამენტში სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

"პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი გულდაწყვეტა იმის გამო, რომ შეთანხმებას დღეს არ აქვს ყველა ოპოზიციის წარმომადგენლის ხელმოწერა. ჩემი სურვილი ნამდვილად იქნებოდა, რომ ჩვენ აქ ოპოზიციური დეპუტაციის სრული შემადგენლობით შევკრებილიყავით. ამავე დროს მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ მათ შორის დღევანდელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ემსახურება იმას, რომ ჩვენ მასთან ერთად კიდევ ერთხელ გავიაროთ შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე ვიხილავთ როგორც ერთ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას, ასევე ნიკა მელიას თავისუფლებაზე. ამის შემდეგ მე შემიძლია გითხრათ და გაგიზიაროთ ჩემი იმედი - ეს უკვე გახსნის გზას იმისთვის, რომ ოპოზიცია აქ, პარლამენტში სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, სწრაფად უნდა შედგეს სრული ძლიერი ოპოზიციური ერთიანობა პარლამენტში, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა სწრაფად საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც თბილისის ქუჩებში იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციამ მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება. ამის შედეგად მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ.

მე არ ვუპასუხებ არც დღეს და არც არასდროს არცერთ ბრალდებას. ზუსტად ვიცი, რომ დღეს აქ ევროკავშირის უმაღლეს პირთან შეხვედრაზე ვიმყოფები იმისთვის, რომ მას გადავუხადო მადლობა, რაც მან ჩვენი ქვეყნისთვის, ოპოზიციის, ხალხის და დემოკრატიის ინტერესებისთვის გააკეთა. მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ უკვე უშუალოდ მისი თანამონაწილეობით მივიღოთ გარანტიები და დღის წესრიგი, როგორ რა თანმიმდევრობით შესრულდება ყველა ვალდებულება. რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, რადგან მას მაქვს განსხვავებული პოზიცია პარტიისგან, დღესაც და მომდევნო დღეებშიც არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას".

"ველოდები ცხადია ჩვენი მეგობრის ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვფიქრობ, ჩვენი შიდაპარტიული საკითხები მისი გათავისუფლების შემდეგ გადაწყდება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს