დავით ბაქრაძე - ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ გარკვეული და დასრულებულია, არ ვაპირებ ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას

ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ გარკვეული და დასრულებულია. არ ვაპირებ ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ პარტიის მოქმედი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბაქრაძის მიერ მედიატორ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა „უხერხული და არაკორექტული ვითარებაა“.

როგორც ბაქარაძემ აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით ბრალდებებს ვერ მიიღებს.

„ვერ მივიღებ ვერანაირ ბრალდებას ამ თემაზე. ადვილი შესამოწმებელია თქვენთვის, თუ რაზე ვსაუბრობდი. მე ავიღე პაუზა პარტიული პოლიტიკიდან. არ ვარ არც ერთ პარტიაში და არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში შესვლას. მე ვამბობდი, რომ ვრჩებოდი პოლიტიკაში და ვრჩებოდი საერთო ოპოზიციურ ფლანგზე. გუშინდელი დღის შემდეგ პარლამენტი გახდა ამ საერთო ოპოზიციური ფლანგის ნაწილი და ამიტომ ვარ აქ. მე ვთქვი, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას პარტიის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. დიახ, მე ავიღე პასუხისმგებლობა და გადავდექი პარტიის თავმჯდომარეობიდან და უფრო მეტიც, შევთავაზე პარტიის მთლიანად განახლება, რაზეც თავად პარტიამ თქვა უარი, რის შედეგადაც თავმჯდომარე გახდა გიგა ბოკერია. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია და ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ გარკვეული და დასრულებულია. არ ვაპირებ ამ თემაზე ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას, წარმატებას ვუსურვებ „ევროპულ საქრთველოს“ , - განაცხადა ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს