მიხეილ ჩხენკელი - მასწავლებლების მხრიდან ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობითი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია მათი და ჩვენი შვილების  ჯანმრთელობისთვის

ვაქცინაციის პროცესში მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაესწრო.

მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა იმ სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რაც მათ გამოიჩინეს და აღნიშნა, რომ თბილისსა და რეგიონებში მასწავლებელთა იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც სკოლაში უსაფრთხო გარემოს განაპირობებს.

მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამას შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ, საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა, რათა მოსწავლეებმა სემესტრის სასკოლო სივრცეში დასრულება შეძლონ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ბავშებისთვის და პედაგოგებისთვის უსაფრთხო იყოს. მინისტრმა 55 წელს ზემოთ მყოფ მასწავლებლებს თხოვნით მიმართა, გააქტიურდნენ და იმუნიზაციის გზით შექმნან უსაფრთხო სასწავლო გარემო.

მიხეილ ჩხენკელმა და ეკატერინე ტიკარაძემ თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ სთხოვეს, ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების დროს გაწეული ფასდაუდებელი ძალისხმევისთვის.

თავის მხრივ, ამ აქციაში ჩართვით მასწავლებლები საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის ერთადერთი გზა.

მასწავლებლები საზოგადოებისთვის ცნობილმა ექიმებმა აცრეს. ისინი მზად არიან, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესში მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ.

მასწავლებელთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო