დავით ბაქრაძე - ვერ დავუშვებ, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას და მე ამ დროს არაფერს ვაკეთებდე - ვისაც რა შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

კრიზისის გაგრძელებით საფრთხე ექმნებოდა ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მე ვერ დავუშვებ, რომ ამ დროს არაფერს ვაკეთებდე,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მიიღო მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება და აღნიშნულის სამი მიზეზი ჩამოთვალა.

„მიზეზი პირველი - საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური გზა არის უალტერნატივო. ამ პოლიტიკური ჩიხის და კრიზისის გაგრძელებით საფრთხე ექმნებოდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე ვერ დავუშვებ და ვერ მივიღებ, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას და მე ამ დროს არაფერს ვაკეთებდე. ვისაც რა შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს ევროკავშირი და ნატო.

მეორე მიზეზი გახლავთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ორი ადამიანი, რომელიც გახდა სიმბოლო უსამართლო პოლიტიკური დევნის ამ ქვეყანაში, უნდა გათავისუფლდეს - გიორგი რურუა და ნიკა მელია უნდა გამოვიდეს გარეთ და ამას უზრუნველყოფს ეს შეთანხმება.

მესამე მიზიზი - უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ერთხელ და სამუდამოდ გადავიდეთ მთლიანად პროპორციულზე და აღარ მივცეთ „ოცნებას“ საშუალება მაჟორიტარების ხარჯზე გაძვრეს ისე, როგორც ძვრებოდა ყველა წინა არჩევნებში. ეს დოკუმენტი ასევე აჩენს ტესტს, შეძლებს თუ არა „ოცნება“ 43 %-ის აღებას. ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რომ დავამარცხოთ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო