არჩილ თალაკვაძე - მომდევნო კვირა პლენარული სხდომების კვირაა და ხელმომწერ მხარეებს ველით პარლამენტში

მომდევნო კვირა გახლავთ პლენარული სხდომების კვირა და ჩვენ ხელმომწერ მხარეებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, ველით პარლამენტში - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს იმას, როცა ხელმომწერი მხერეები პარლამენტში მუშაობენ და ერთად განიხილავენ საკითხებს.

„შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ამ შეთანხმების განხორციელების აუცილებელი პირობა გახლავთ, რომ ხელმომწერი მხარეები მუშაობენ პარლამენტში და ერთად განიხილავენ და იღებენ ერთად გადაწყვეტილებებს საკითხებზე. შესაბამისად, მომდევნო კვირა გახლავთ პლენარული სხდომების კვირა და ჩვენ ხელმომწერ მხარეებს ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა ველით პარლამენტში.

რაც შეეხება, შეხვედრის შინაარსს, რასაკვირველია ვერ ვისაუბრებ იმ გამოსვლებზე, რაც ჰქონდა პრეზიდენტ მიშელს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები ჰქონდა. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმაზე, რომ შეთანხმებაზე გაწეული ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე, ვთქვით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო