ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიას თანხმობის გარეშე ძალით გირაოს არავინ გადაიხდის - ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამ წუთას გარეთ

ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამ წუთას გარეთ,- ამის შესახებ „ლელოს" ერთ - ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად გამოხატავს მმართველი გუნდი მზაობას, რომ მელია გირაოს გადახდის გარეშე, სხვა მექანიზმით გათავისუფლდეს.

ჯაფარიძის თქმით, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ჩაერთვებიან.

„მელიას თანხმობის გარეშე ძალით გირაოს არავინ გადაიხდის, შესაბამისად, ამ შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე, უნდა მოიძებნოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც არ შეიქმნება წინააღმდეგობა. ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამ წუთას გარეთ. ამიტომ ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. როცა ეს ორი ადამიანი იქნება გარეთ, ჩვენ პარლამენტში მუშაობას შევუდგებით, მაგრამ შესაძლებელია, რომ თუ ამნისტიის კანონამდე ვერ გათავისუფლდება ეს ხალხი, მაშინ, ალბათ, ამნისტიის კანონს უნდა დავუჭიროთ მხარი, რომ ისინი გამოვიდნენ გარეთ. რაც უფრო სწრაფად გამოვლენ ეს ადამიანები და ეს ჩვენ ვუთხარით შარლ მიშელს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩავერთოთ საკანონმდებლო საქმიანობაში. მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას", რომ პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საკითხს, იმ თვალსაზრისით, რომ კრიზისის განმუხტვა ქვეყანას სჭირდება. სიჯიუტის გამო ნუ შექმნიან ისეთ წინააღმდეგობას, რაც ხელს შეუშლის ამ ადამიანების გათავისუფლებას,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!