ევროპული პრაქტიკა ნიშნავს, შენს ოპონენტს ესაუბრო და არ წარმოიდგინო ის გასანადგურებელ მტრად, ამას შევძლებთ თუ არა ქართველები, ეს ჯერჯერობით არ ვიცით , - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში განაცხადა, რითაც ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმწორასთან დაკავშირებით.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მთავრი პრობლემაა, შეძლებენ თუ არა მხარეები „ასეთი გულწრფელი სულით დაწერილი შეთანხმების ანალოგიურად აღსრულებას“
„მთავარი, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, არის ის, რომ მას მერე, რაც ამ ისტორიული შეთანხმების ტექსტი მომზადდა, ახლა ამას შესრულება უნდა. შესრულების გამოცდილება ისევე არ გვქონია, როგორც მსგავისი მოლაპარაკებების.
მთავარი პრობლემა არის ის, მართლა შევძლებთ თუ არა ასეთი გულწრფელი სულით დაწერილი შეთანხმების ანალოგიურად აღსრულებას. ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა მხარეს იყვნენ, მას მერე, რაც ამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, თქვეს, რომ ისინი ერთმანეთისთვის მტრები აღარ არიან. ევროპული პრაქტიკა ნიშნავს იმას, რომ შენს ოპონენტს ესაუბრო და არ წარმოიდგინო ის გასანადგურებელ მტრად. ამას შევძლებთ თუ არა ქართველები, ეს ჯერჯერობით არ ვიცით, პირველად უნდა ვცადოთ“,- აცხადებს მეგრელიშვილი.