დავით ბაქრაძე - პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს,  არის გიორგი რურუას შეწყალება  -  მოვუწოდებ პრეზიდენტს, აღარ გადადოს

ამ პროცესში მთავარი საკითხი სწორედ პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლებაა. ეს თემა დადგა და ის დააყენა პრაქტიკულად ყველა გამომსვლელმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, ეს არის გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტ მიშელისგან მოვისმინეთ, არის ის, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით პროცესში მისი ჩართულობა არ სრულდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტის სრულად შესრულებას, მის იმპლემენტაციას. ამ პროცესის მონიტორინგში მონაწილეობას მიიღებენ ელჩებიც და შარლ მიშელიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის პირადად და კოლეგების დიდი ნაწილისთვის ამ პროცესში მთავარი საკითხი სწორედ პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლებაა. ეს თემა დადგა და ის დააყენა პრაქტიკულად ყველა გამომსვლელმა. ჩემთვის ეს იყო მთავარი თემა და ახლაც ვიმეორებ -მიმაჩნია, რომ გზას სხვა საკითხების შესულებისკენ გახსნის მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება. პრეზიდენტი მიშელი ამ მიდგომას იზიარებს, მისი პოზიციაცაა, რომ ეს უნდა იყოს საკითხი, რომლითაც დაიწყება ხელშეკრულების შესრულება და რომელიც მეტ შესაძლებლობას შექმნის, რომ უფრო მეტ საკითხსა და რეფორმებზე ვისაუბროთ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ეს, მათ შორის პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, ეს არის გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან. გეტყვით იმასაც, რომ მნიშვნელოვანი რაღაც მოვისმინეთ, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ნიკა მელიას პერსონალურ ნებას და გადაწყვეტილებას და ამ ფარგლებში უნდა მოიძებნოს გამოსავალი“, - განაცხადა ბაქრაძემ, რომელმაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდა, „რურუას შეწყალება აღარ გადადოს და ეს დღეს ან ხვალ, უახლოეს დღეებში გააკეთოს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს